,,ორ კაცში ნათქვამი, რჩება ორ კაცში” – ვინ შესთავაზა ღარიბაშვილს დაბრუნება

,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” პოლიტიკური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ მას პოლიტიკაში დაბრუნება პარტიის თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა შესთავაზა.

,,ორ კაცში ნათქვამი, რჩება ორ კაცში”, – ,,ანუ, თქვენსა და ივანიშვილს შორის”, – ,,რა თქმა უნდა”, – ასე უპასუხა ირაკლი ღარიბაშვილმა ინგა გრიგოლიას კითხვას, პოლიტიკაში მისი დაბრუნების შესახებ.

,,მე ბატონ ივანიშვილთან მქონდა კომუნიკაცია მთელი ეს წლები, სულ ვიყავით კონტაქტზე და შეიძლება ასე ითქვას, რომ ჩვენი ხედვები დაემთხვა ამ შემთხვევაში, ჩვენი სურვილებიც შევაჯერეთ და ასე მივიღეთ გადაწყვეტილება”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა თოქ-შოუ ,,რეაქციაში”.

საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა და პარტია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” პოლიტიკური მდივანი გახდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები