ირაკლი ღარიბაშვილი: მაქვს განცდა, რომ ეკა ბესელია შეიძლება, იყოს ვიღაცის იარაღი

0

მაქვს განცდა, რომ ეკა ბესელია შეიძლება, იყოს ვიღაცის იარაღი, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა მდივანმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, ღირებულებები, რომლებმაც „ქართული ოცნება“ გააერთიანა,  არსად წასულა.

“ჩვენ ვართ ერთგული იმ ღირებულებების, რითაც მოვედით ხელისუფლებაში. იდეალური სისტემა არ არსებობს. იდეალური ხელისუფლება, მმართველი არ არსებობს და არც იარსებებს. ჩემი პოზიცია რა არის, გულწრფელად მინდა თქვენი ეთერით მივმართო ჩვენი გუნდიდან წასულებს, ჩემთვის ძალიან მძიმე საყურებელია პროცესები, რაც განვითარდა. იმედი მაქვს, ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში დალაგდება. ჩვენი მთავარი ამოცანაა გუნდის კონსოლიდაცია გაძლიერება, გუნდის დალაგება და სიტუაციის დაწყნარება. ძალიან აუხსნელია ჩემთვის ეკა ბესელიას ქმედებები. ისეთი განცდა დამრჩა, რომ მთლად თავისუფალი არ არის, ან რაღაცაშია პრობლემა. მე გიზიარებთ ჩემს განცდებს. აღარ მაქვს კომუნიკაცია ეკასთან, დღეს მქონდა მიმოწერა. მომწერა, რომ მიესალმება ჩემს მობრუნებას. მაქვს განცდა, რომ ეკა ბესელია შეიძლება იყოს ვიღაცის იარაღი. როდესაც აყენებ მოთხოვნას, რომ გინდა იდეალური იყოს ყველაფერი, არ იქნება იდეალური, არც ერთი მთავრობა და პარტია არ იქნება იდეალური“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, პარტიაში მიმდინარე პროცესები პარტიაში უნდა დარჩეს, არ შეიძლება პარტიაში განხილული თემები გამოიტანო გარეთ და შენი მტრის წისქვილზე დაასხა წყალი.

„ეკა ბესელია ბოლომდე ძალიან ერთგულად იდგა ჩვენი გუნდის სადარაჯოზე. ჩემთვის მტკივნეულია პროცესი, რაც დაიწყო. ძალიან გული დამწყდა, რომ ასე განვითარდა პროცესები. ეს არ არის ტრაგედია ჩვენი პარტიისთვის, ჩვენ გვაქვს სხვა გეგმები, რომელსაც ძალიან მალე იხილავთ. „ნაციონალური მოძრაობა“ დღეს ბედავს და სასამართლოზე ლაპარაკობს. საუბრობენ, თითქოს ვინმეს კუთვნილებაშია სასამართლო. პროცესი, რომელიც დღეს მიმდინარეობს, ეს არის გზა სასამართლო სისტემის საბოლოო დამოუკიდებლობამდე. ამას სჭირდება დრო. 100 საქმიდან, თუ ორ-სამ საქმეს დამისახელებთ, რომ აქ პრობლემა გაქვს, მაშინ ძალიან მაგარი მთავრობა ყოფილა ამ მიმართულებით“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი