ვიქტორ იანუკოვიჩმა უკრაინის ახალ პრეზიდენტს რჩევები მისცა (ვიდეო)

ვიქტორ იანუკოვიჩი უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებს გამოეხმაურა. მისი განცხადებით, ის პატივს სცემს უკრაინელი ხალხის გადაწყვეტილებას.
„ახლა მთავარია, შეჩერდეს სისხლისმღვრელი ომი საკუთარი მოსახლეობის მიმართ, დონბასიდან და უკრაინის აღმოსავლეთიდან გამოვიდეს ჯარი და ჩვენს ხალხს,- დედებს და მამებს მივცეთ საშუალება, რომ ნახონ თავიანთი შვილები. უნდა აღდგეს მშვიდობა და წესრიგი ჩვენს მიწაზე”,- განაცხადა იანუკოვიჩმა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 25 მაისს, უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=vsrWXMMCYbQ&feature=youtu.be” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები