ირაკლი ღარიბაშვილი „ქართული ოცნების“ პოლიტიკური მდივნის თანამდებობას დაიკავებს

ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი „ქართული ოცნების“ პოლიტიკური მდივნის თანამდებობას დაიკავებს.
ირაკლი ღარიბაშვილის პარტიაში დაბრუნების შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განცხადება ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
დღეს გაიმართა პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა, რომელზეც მიღებული იქნა გადაწყვეტილება თანამდებობებზე პარტიის მდივნების დანიშვნის თაობაზე. შემოღებული იქნა პოლიტიკურ პარტიებთან ურთიერთობის მდივნის თანამდებობა აღნიშნულ თანამდებობას დაიკავებს პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი წევრი გიორგი ვოლსკი, აქტიურ პარტიულ საქმიანობას უბრუნდება ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც დაიკავებს პარტიის პოლიტიკური მდივნის და პარტიის პოლიტსაბჭოს წევრის დაბრუნებას, ყველასათვის ცნობილია რომ ირაკლი ღარიბაშვილი არის გამორჩეული თვისებებისა და გამოცდილების მქონე ადამიანი, რომელიც 2011 წლიდან მონაწილეობდა “ქართული ოცნების” დაფუძნებასა და ჩამოყალიბებაში და რომელმაც პრემიერ-მინისტრისა და პარტიის თავმჯდომარის რანგში ძალიან მნიშვნელოვანი როლი შეიტანა განვითარებაში. პოლიტიკური მდივნის რანგში ირაკლი ღარიბაშვილი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს პარტიის შემდგომ გაძლიერებაში”, -განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები