დავით ფერაძე ბრიუსელში გამართულ ევროპის სარკინიგზო დაჯილდოვების ცერემონიას დაესწრო

საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა დავით ფერაძემ და კორპორატიული მართვის დეპარტამენტის უფროსმა ნინო ჯორბენაძემ, ბრიუსელში გამართულ ევროპის სარკინიგზო დაჯილდოვების ცერემონიასა და ევროპის სარკინიგზო გაერთიანის რიგით 63-ე გენერალურ ასამბლეაში მიიღეს მონაწილეობა.
ასამბლეაზე სარკინიგზო სექტორთან დაკავშირებული საკითხები განხილეს, რომლებიც ევროკავშირის პოლიტიკის დონეზე სარკინიგზო ტრანსპორტისა და სატრანსპორტო დერეფნების განვითარებას ხელს შეუწყობს.
შეხვედრაზე პარტნიორ სახელმწიფოებთან, მათ შორის საქართველოსთან, შემდგომი თანამშრომლობის გაღრმავებასა და სამომავლო ურთიერთობებზე ისაუბრეს.
შეხვედრები გაიმართა ევროპის მობილობისა და ტრანსპორტის გენერალური დირექტორატის (DG Move) ხელმძღვანელ ჰენრიკ ჰოლოლაისთან, ევროპის სარკინიგზო გაერთიანების (CER) აღმასრულებელ დირექტორ ლიბორ ლოხმანთან და დოიჩე ბანკის (DB) გენერალურ დირექტორ რიჩარდ ლუცისთან. შეხვედრებზე მხარეებმა ერთმანეთს სამომავლო თანამშრომლობის პრინციპები და ხედვები გაუზიარეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები