დავით ბაქრაძე: ღარიბაშვილის მოსვლით დასტურდება, რომ „ქართული ოცნებაც“ მიდის უკან

„ღარიბაშვილის მოსვლით დასტურდება, რომ „ქართული ოცნებაც“ მიდის უკან“, – ასე აფასებს პარლამენტის „ევროპული საქართველოს“ დეპუტატი დავით ბაქრაძე ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკაში შესაძლო დაბრუნების საკითხს.
ამასთან, დავით ბაქრაძეს მიაჩნია, რომ ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნება რთული წარმოსადგენი იყო.
თუმცა, აცხადებს, რომ ხელისუფლება კრიზისშია.
„ეს არის სიმბოლო იმის, რომ საქართველო და „ქართული ოცნება“ მიდის არა წინ, არამედ უკან. ქვეყანა რომ მიდის უკან, ეს ყველამ კარგად ვიცით და დავინახეთ ამ წლების განმავლობაში. ღარიბაშვილის მოსვლით დასტურდება, რომ „ქართული ოცნებაც“ მიდის უკან. დღეს ხელისუფლებაში იმდენად ღრმა კრიზისია, მათ შორის საკადრო კრიზისიც კი, რომ „ოცნება“ წლების უკან აბრუნებს საკუთარ თავს, არა მარტო ქვეყანას. ვერ დაგიდასტურებთ ინფორმაციას, მეც ჭორის დონეზე ვიცი, როგორც თქვენ, მაგრამ თუ ეს მოხდება, კარგია, რადგან საზოგადოება დაინახავს საით მიდის „ქართული ოცნება“, – განაცხადა ბაქრაძემ.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი “ქართულ ოცნებაში” პოლიტიკურ მდივნად ბრუნდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები