„თი-ბი-სი ბანკის“ ირგვლივ გაჩენილი კითხვის ნიშნები საფრთხეს უქმნის იმ ბიზნესგარემოს, რომლის შექმნასაც საქართველო დიდხანს ცდილობდა“

„თი-ბი-სი ბანკის“ ირგვლივ გაჩენილი კითხვის ნიშნები საფრთხეს უქმნის იმ ბიზნესგარემოს, რომლის შექმნასაც საქართველო ძალიან დიდხანს ცდილობდა“, – ასე აფასებს „თიბისი ბანკის“ გარშემო მიმდინარე პროცესებს საქართველოში გაეროს კოორდინატორი ლუიზა ვინტონი.
ამასთან, ლუიზა ვინტონი გამჭვირვალე გამოძიების ჩატარების აუცილებლობაზე საუბრობს.
„ეს არის გარკვეული გამოცდა საქართველოს სასამართლო სისტემისთვის, ბიზნესგარემოსა და მარეგულირებელი სისტემებისთვის, ჩვენ ველით შედეგს, რომელიც იქნება გამჭვირვალე და სანდო. საქართველო დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა იმაზე, რომ მარალი რეიტინგი მოეპოვებინა ბიზნესგარემოს კუთხით, საქართველოს გააჩნია ნდობით აღჭურვილი საბანკო სისტემა და მარეგულირებელი ორგანოები. ჩვენ ვხედავთ,რომ ამჟამად ეს ყველაფერი საფრთხის ქვეშაა და ველოდებით ამ ყველაფრის სწრაფად მოგვარებას”,- აცხადებს ლუიზა ვინტონი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები