როსტომ ჩხეიძის ბიოგრაფიული რომანის – „ესე იტყოდა ერეკლე ტატიშვილის“ განხილვა გაიმართება
5 მარტს, 14:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის მარო მაყაშვილის დარბაზში როსტომ ჩხეიძის წიგნის – „ესე იტყოდა ერეკლე ტატიშვილის“ განხილვა გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, წიგნი როსტომ ჩხეიძის მორიგი ბიოგრაფიული რომანია. განხილვის თაოსანია ალექსანდრე ორბელიანის საზოგადოება და ჟურნალი „ჩვენი მწერლობა“.
მის: ილია ჭავჭავაძის გამზირი №1.