თამარ კიკნაძე: ამ შეკრებას რუსთავი 2-მაც კი ვერ უწოდა სრულიად ქართველთა შეკრება

ასოციაცია „ქალები საუნივერსიტეტო განათლების” პრეზიდენტი თამარ კიკნაძე რომში, მიხეილ სააკაშვილისა და მისი მხარდამჭერების შეხვედრას სოციალური ქსელის მეშვეობით ეხმაურება:

“მიხეილ სააკაშვილის მიერ დაანონსებულმა სრულიად ქართველთა შეკრებამ რომის რომელიღაც სასტუმროს სარდაფში რამოდენიმე ათეული ეგზალტირებული ქალის აქტივობის ფონზე ჩაიარა.
ამ შეკრებას რუსთავი 2-მაც კი ვერ უწოდა სრულიად ქართველთა შეკრება, (მონაწილეთა სიმცირის გამო) და მოკრძალებული ემიგრანტთა შეკრებით – “ერთად სახლში” შემოიფარგლა”,-წერს თამარ კიკნაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები