ნინო წილოსანი – თინა ბოკუჩავა ეკლესიას მოედნად აღიქვამს, სადაც ფიქრობს, რომ გოლს გაიტანს, თუმცა არაფრით უკავშირდება „ნაციონალური მოძრაობა“ არც ეკლესიას და არც ქრისტიანობას
“თინა ბოკუჩავა ეკლესიას მოედნად აღიქვამს, სადაც ფიქრობს, რომ გოლს გაიტანს, თუმცა არაფრით კავშირდება „ნაციონალური მოძრაობა“ არც ეკლესიასთან, არც ქრისტიანობასთან და არც ადამიანის და უფლის სიყვარულთან,”- ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა განაცხადა.
მისივე თქმით, “ნაცმოძრაობამ” დაინახა რამხელა მხარდაჭერა ჰქონდა პატრიარქს ხალხისგან, როგორი ძლიერია ეკლესია და რა თქმა უნდა, მათთვის ეკლესია გახდა მოედანი, სადაც შესვლა სასურველია, თუმცა მათი ფარისევლობით არავინ მოტყუვდება.
„თინა ბოკუჩავა ეკლესიას მოედნად აღიქვამს, სადაც ფიქრობს, რომ გოლს გაიტანს, თუმცა არაფრით კავშირდება „ნაციონალური მოძრაობა“ არც ეკლესიასთან, არც ქრისტიანობასთან და არც ადამიანის და უფლის სიყვარულთან.
ეს არის პოლიტიკური პარტია, რომელიც თავისი აქტივისტებით, პოლიტიკოსებით, მათი კუთვნილი ტელევიზიებით წლებია ებრძვიან ქართულ ეკლესიას, ებრძოდნენ პატრიარქს. კიდევ ერთხელ დაინახეს რამხელა მხარდაჭერა ჰქონდა პატრიარქს ხალხისგან, როგორი ძლიერია ეკლესია და რა თქმა უნდა, მათთვის ეკლესია გახდა მოედანი, სადაც შესვლა სასურველია, თუმცა დარწმუნებული ვარ, მათი ფარისევლობით არავინ მოტყუვდება“, – აღნიშნა წილოსანმა.
ცნობისთვის, თინა ბოკუჩავას თქმით, ოპოზიციაში ერთობლივი გზავნილის პრობლემა არსებობს და ოპოზიცია არ ცდილობს საზოგადოებას აჩვენოს, რომ არ არიან მისივე სიტყვებით „უღმერთოები და ურწმუნოები“.