შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შემოტანის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.
სასაზღვრო პოლიციის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქემ, 1996 წელს დაბადებულმა ს.ო.-მ სასაზღვრო გამტარი პუნქტი „სარფის“ გავლით, თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში მართლსაწინააღმდეგოდ შემოიტანა 51 გრამამდე ნარკოტიკული საშუალება “კოკაინი”.
“გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-3 და 262-4 მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”, – წერია ინფორმაციაში.