ლამი-მისაქციელის სარწყავ არხზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

შპს „საქართველოს მელიორაცია“ ლამი-მისაქციელის მაგისტრალურ სარწყავ არხს ნატანი მასისგან წმენდს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული სამუშაოები სისტემის გამტარუნარიანობის აღდგენასა და სარწყავი წყლის შეუფერხებლად მიწოდებას უზრუნველყოფს.

ლამი-მისაქციელის მაგისტრალური არხი ოთხ სოფელს ემსახურება. სამუშაოების დასრულების შემდეგ მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება სარწყავი წყლის მიწოდება. შედეგად, ფერმერები 600 ჰექტრამდე სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე წყალს სტაბილურად მიიღებენ, რაც დადებითად აისახება მოსავლიანობაზე და მთლიანად აგროსექტორის განვითარებაზე.

მსგავსი ტიპის სამუშაოები ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში აქტიურად მიმდინარეობს და მიზნად ისახავს სამელიორაციო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასა და წყალმომხმარებლებისთვის ხარისხიანი მომსახურების უზრუნველყოფას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები