დავით მათიკაშვილი – პარლამენტში მაკა ბოჭორიშვილის მოსმენაზე: დარწმუნებული ვარ, ყველა კითხვაზე გასცემს სრულყოფილ, დამაჯერებელ პასუხს

“ჩვენ მოვუსმენთ საგარეო საქმეთა მინისტრს, ქალბატონ მაკა ბოჭორიშვილს, რომელიც დარწმუნებული ვარ, აბსოლუტურად ყველა კითხვაზე, მათ შორის, ოპოზიციური პარტიისთვის პოპულისტურად აქტუალურ კითხვებზე გასცემს სრულყოფილ, დამაჯერებელ პასუხს,” – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა, საგარეო უწყების პირველი პირის პარლამენტში ინტერპელაციის წესით დაბარებასთან დაკავშირებით განაცხადა.

“საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი ითვალისწინებს ინტერპელაციის წესით შესაძლებლობას, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლების დაბარების. ამ შემთხვევაში ჩვენ მოვუსმენთ საგარეო საქმეთა მინისტრს ქალბატონ მაკა ბოჭორიშვილს, რომელიც დარწმუნებული ვარ, აბსოლუტურად ყველა კითხვაზე, მათ შორის, ოპოზიციური პარტიისთვის პოპულისტურად აქტუალურ კითხვებზე გასცემს სრულყოფილ დამაჯერებელ პასუხს, რაც კიდევ ერთხელ მოჰფენს ნათელს ყველა იმ საკითხს თუ პრობლემას, რომელიც ამ თემის გარშემო არსებობს,” – აცხადებს დავით მათიკაშვილი.

შეგახსენებთ, პარლამენტი დღეს ინტერპელაციის წესით, საგარეო საქმეთა მინისტრს მოუსმენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები