გიორგი ვოლსკი – მაკა ბოჭორიშვილის ინტერპელაციაზე: ვფიქრობ, ჩვენს საგარეო საქმეთა მინისტრს საკმაოდ მძლავრი საფუძველი აქვს გასცეს პასუხები ყველა შეკითხვას დასაბუთებულად

“ვფიქრობ, ჩვენს საგარეო საქმეთა მინისტრს საკმაოდ მძლავრი საფუძველი აქვს გასცეს პასუხები ყველა შეკითხვას დასაბუთებულად,” – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

„გახარიას პოლიტიკური პარტია ზუსტად იმავე მიდგომებს იზიარებს, რომელიც კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ გააჩნია – თითქოს ჩვენ ვართ ბრიუსელის წინაშე ვალში და ფაქტია, რომ ამაზე არცერთი კვლევა მეტყველებს. აქ უფრო პოლიტიკური სპეკულაციებია, ვიდრე ობიექტურ ანალიზზე დამოკიდებულება. ვფიქრობ, ჩვენს საგარეო საქმეთა მინისტრს საკმაოდ მძლავრი საფუძველი აქვს გასცეს პასუხები ყველა შეკითხვას დასაბუთებულად“, – აღნიშნა ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, პარლამენტი დღეს ინტერპელაციის წესით, საგარეო საქმეთა მინისტრს მოუსმენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები