ლევან მაჭავარიანი: დღეს ადამიანს შეუძლია, გამოხატოს საკუთარი აზრი – ადამიანი, რომელიც ბიზნესს აწარმოებს, აბსოლუტურად ხელშეუხებელია, ხელშეუხებელია ადამიანის პირადი ცხოვრება, ეს ყველაფერი ასახვას პოვებს ხოლმე კონკრეტულ რეიტინგებში
180 გრადუსით არის შეცვლილი სიტუაცია, ვიდრე იყო წინა ხელისუფლების დროს, – ასე აფასებს პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან მაჭავარიანი „ატლანტიკური საბჭო“ მიერ გამოქვეყნებულ კვლევას, რომლის მიხედვითაც საქართველო ხანგრძლივი დემოკრატიზაციით ევროპის და ატლანტიკური სივრცის საუკეთესო ხუთეულშია, კეთილდღეობის 12-წლიანი პროგრესით კი მსოფლიოში პირველ ადგილზეა.
მისი თქმით, ადამიანი, რომელიც ბიზნესს აწარმოებს, აბსოლუტურად ხელშეუხებელია, ასევე ხელშეუხებელია ადამიანის პირადი ცხოვრება.
„180 გრადუსით არის შეცვლილი სიტუაცია, ვიდრე იყო წინა ხელისუფლების დროს და დღეს ადამიანს შეუძლია, გამოხატოს საკუთარი აზრი. ადამიანი, რომელიც ბიზნესს აწარმოებს, აბსოლუტურად ხელშეუხებელია, ასევე ხელშეუხებელია ადამიანის პირადი ცხოვრება. ეს ყველაფერი ასახვას პოვებს ხოლმე კონკრეტულ რეიტინგებში“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
შეგახსენებთ, რომ „ატლანტიკურმა საბჭომ“ თავისუფლების და კეთილდღეობის ინდექსების საფუძველზე 2026 წლის ატლასი გამოაქვეყნა. თავისუფლების ინდექსით საქართველოს ზომიერი თავისუფლების, ხოლო კეთილდღეობის ინდექსით ზომიერი კეთილდღეობის მქონე ქვეყნის სტატუსი კვლავინდებურად გაიმყარა.