გარდაბნის მუნიციპალიტეტში, ფიცრის უკანონოდ და ფარულად ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა

 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.
„გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვების მიმდებარედ, გაჩერებული ავტომანქანის ძარაზე ვიზუალური დათვალიერებით, ე.წ. თივის პრესები იყო განთავსებული.
საფუძვლიანი შემოწმების შედეგად, დეპარტამენტის თანამშრომლებმა 5 მ3-მდე პირველადი გადამუშავების პროდუქტი ფიცარი აღმოაჩინეს.
მძღოლმა ვერ წარმოადგინა ხე-ტყის კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტი, შესაბამისად, ავტომანქანა დაილუქა. მასალები კი შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებას გადაეგზავნება“,- აცხადებენ დეპარტამენტში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები