ხულოს მაღალმთიანეთში თოვლის საფარი ერთ მეტრს აღწევს

 

ხულოს მუნიციპალიტეტში, სადაც თოვლის საფარმა მაღალი ზონის სოფლებში 80 სმ–ს, ხოლო დაბლობში 30 სმ–ს მიაღწია, გზის გაწმენდის სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს.
მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ბერიძე, აჭარის ა.რ გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი რაულ ბერიძე და მოადგილე ლაშა ჩიხლაძე ზომლეთი–ხიხაძირის საავტომობილო გზის თოვლის საფარისგან გაწმენდით სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ.
დეპარტამენტის ბალანსზე რიცხული 14 ერთეული მძიმე ტექნიკა უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს სოფლის ცენტრებამდე მისასვლელი გზების თოვლის საფარისაგან გაწმენდას, კერძოდ: ზომლეთი-ხიხაძირის, ტუნაძეები-ქურდულის, ვანაძეები-მეკეიძეები-მეხალაშვილების, სტეფანაშვილები-მერჩხეთის, ღორჯომი-ჭახაურის, პაქსაძეები-კორტოხის, დიოკნისი-მანიაკეთის, ხულო-ქედლების, ხულო-უჩხო-კურცხალის, დიდაჭარა-ღორჯომის, წაბლანა-წაბლიანის, ვაშლოვანი-შურმულის და ღორჯომი-გორგაძეების მიმართულებით.
სამუშაოები დღეს, დღის ბოლომდე გაგრძელდება და მუნიციპალიტეტის ყველა სოფლის ცენტრამდე მისასვლელი გზა გაიწმინდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები