პოლიციამ 23 თებერვალს ქაშუეთთან მომხდარ ინციდენტში მონაწილე პირი დააკავა 

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით, 1982 წელს დაბადებული დ.მ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის 23 თებერვალს, თბილისში, ქაშუეთის მიმდებარე ტერიტორიაზე, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მოქალაქე დ.გ.-ს, რომელსაც სამედიცინო დახმარება კლინიკაში გაეწია. ამჟამად დაშავებულის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
ინციდენტში მონაწილე სხვა პირთა დადგენის მიზნით,  ინტენსიური საგამოძიებო ღონისძიებები გრძელდება.

გამოძიება  ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები