სამეცნიერო-პოპულარული ნარკვევის – „ტაო-კლარჯეთის“ წარდგენა გაიმართება

5 მარტს, 19:00 საათზე, კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი სამეცნიერო-პოპულარული ნარკვევის – „ტაო-კლარჯეთის” წარდგენას გამართავს.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, სამენოვანი (ქართული, ინგლისური, თურქული) ნარკვევი შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის – „ტაო-კლარჯეთი, ისტორია და კულტურა” – ფარგლებში მომზადდა და დაიბეჭდა.
აღნიშნული წიგნი ერთიანი კომპლექსური ნაშრომია, რომელიც დახმარებას გაუწევს სპეციალისტებსაც და საზოგადოების ფართო წრეებსაც. დაინტერესებულ პირებს საშუალება ექნებათ, ამ წიგნით გაეცნონ ტაო-კლარჯეთის ისტორიას უძველესი დროიდან დღემდე.
ტაო-კლარჯეთი, ისტორიული ზემო ქართლის, მესხეთის ნაწილი, თანამედროვე თურქეთის ჩრდილო-აღმოსავლეთში მდებარე მრავალმხრივ საინტერესო ისტორიული მხარეა. მის როლსა და მნიშვნელობას ნათლად აჩვენებს დღემდე შემორჩენილი ასეულობით ციხე-კოშკი, სამონასტრო კომპლექსი, ეკლესია და სხვა.
აღნიშნული პროექტის მიზანი ამ რეგიონის პოპულარიზაციასა და მის შემდგომ კვლევას ემსახურება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები