თიანეთში პოლიციელი მანქანამ მაშინ იმსხვერპლა, როცა სხვა ავტომობილის მძღოლს ამოწმებდა

თიანეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხევსურეთსოფელში სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას სამართალდამცველი გარდაიცვალა.
შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც პოლიციის თანამშრომლები ერთ-ერთ ავტომობილს ამოწმებდნენ, რა დროსაც დიდი სისწრაფით მიმავალი ავტომობილი ქვეითად მყოფ სამართალდამცველებს დაეჯახა. 35 წლის პოლიციელი, ლერი მათურელი ადგილზე გარდაიცვალა.
​შს სამინისტროს ცნობით, მომხდარ ფაქტზე 1974 წელს დაბადებული ზ.ბ. დააკავეს, რომელიც ავტომობილს ნასვამ მდგომარეობაში მართავდა.
მათივე ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება სსკ-ის 276 მუხლის მე- 6 ნაწილით დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები