შსს-მ ლისის ტბის დასახლებაში მამაკაცი მაშინ დააკავა, რა დროსაც ნაქურდალით მიმალვას ცდილობდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-3 განყოფილების თანამშრომლებმა, ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქურდობის მცდელობის ბრალდებით, 1967 წელს დაბადებული, წარსულში ქურდობისთვის ნასამართლევი ბ.ი. დააკავეს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 28 თებერვალს, გვიან ღამით, ლისის ტბის დასახლებაში, ერთ-ერთ მშენებარე კორპუსში მდებარე საცავიდან სხვადასხვა სახის სამშენებლო ხელსაწყო და აპარატურა მოიპარა.
სამართალდამცველებმა ბ.ი. იმ დროს დააკავეს, როდესაც იგი შემთხვევის ადგილიდან ავტომობილით მიმალვას აპირებდა. პოლიციამ მოპარული ხელსაწყოები ავტომანქანიდან ნივთმტკიცებად ამოიღო.
ქურდობის მცდელობის ფაქტზე, რომელმაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია გამოძიება მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით. დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“,- აცხადებენ შსს-ში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები