„სამგორი თრეიდს“ და „სამგორი M”-ს სესხები ისე ჩამოეწერა, რომ ამ კომპანიებს სესხის მომსახურებისთვის თანხა არ გადაუხდიათ“

მთავარმა პროკურატურამ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, საზოგადოებას „თი-ბი-სი ბანკთან“ დაკავშირებით ამ ეტაპისთვის გამოძიების მიერ დადგენილი გარემოებები გააცნო.
უწყების ინფორმაციით, „სამგორი თრეიდს“ და შპს „სამგორი M”-ს სესხები ისე ჩამოეწერათ, რომ ამ კომპანიებს სესხის მომსახურებისთვის თანხა საერთოდ არ გადაუხდიათ და აღნიშნული სესხები “თიბისი ბანკს” დღემდე არ დაბრუნებია.
“გარდა ამისა, დადგენილია, რომ მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ასევე არ გაუსტუმრებიათ შპს „სამგორი თრეიდისა“ და შპს „სამგორი M” – ის წინაშე არსებული სასესხო ვალდებულება. გამოძიების ფარგლებში გრძელდება საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, ფაქტთან შემხებლობაში მყოფი პირების გამოკითხვა, ასევე დამატებითი დოკუმენტაციის მოპოვება და შესწავლა. საქმესთან დაკავშირებული საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, საქართველოს გენერალური პროკურატურა საზოგადოებას პერიოდულად მიაწვდის გამოძიების შესახებ ინფორმაციას”,- ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები