ლავროვი: მოსკოვი პოროშენკოსთან დიალოგისთვის მზად არის
მოსკოვი მზად არის, უკრაინის ახალ პრეზიდენტთან – პეტრე პოროშენკოსთან დიალოგისთვის, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა.
,,ჩვენ ვაცნობიერებთ, რაც პოროშენკომ რუსეთთან მიმართებაში განიზრახა, და რომ ამ ურთიერთობებს უმნიშვნელოვანესად მიიჩნევს. ჩვენ, როგორც არაერთგზის აღნიშნა პრეზიდენტმა, მზად ვართ დიალოგისთვის კიევის წარმომადგენლებთან , კონკრეტულად კი პეტრო პოროშენკოსთან“, – განაცხადა ლავროვმა მოსკოვში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.
,,ერთადერთი – მე ვისურვებდი, დიალოგის სურვილი არ დაეფუძნოს უკმაყოფილებას, რადგან მან აღნიშნა, რომ ჩვენთან დიალოგისთვის მზად იქნება ევროკავშირისა და აშშ-ის შუამდგომლობის შემთხვევაში“, – აცხადებს ლავროვი.
მისი სიტყვებით, რუსეთი იმედოვნებს, რომ უკრაინის ახალი ხელისუფლება არჩევნების შემდეგ გამოაცხადებს თავის ერთგულებას გაეროს ,,საგზაო რუქის“ ერთგულების შესახებ. მანვე აღნიშნა, რომ მოსკოვში ყურადღება მიაქციეს პოროშენკოს განცხადებას, რომ მისი პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, იგი კიევიდან პირველად დონბასში გაემგზავრება. რუსეთის საგარეო საქმეთა ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა, რომ რუსეთს სურს დიალოგის გამართვა მათთან, ვინც რაელურად მართავს კიევის ხელისუფლებას და უკრაინის რეგიონებს.