ქობულეთში ნაპირდაცვის სამუშაოები მიმდინარეობს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, ქობულეთში, ნაპირდაცვისა და ბულვარის მოწყობის სამუშაოებს ახორციელებს. პროექტი საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება დაახლოებით 6 მილიონი ლარია. მიმდინარე სამუშაოები მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი შენგელიამ დაათვალიერა.
სარეაბილიტაციო სამუშაოები 1.2 კილომეტრიანი სანაპირო ზოლის აღდგენას და ბულვარის ქვაფენილით მოწყობას ითვალისწინებს.
ქობულეთის ნაპირსამაგრი სამუშაოების დასრულების შემდეგ მოეწყობა ახალი ბულვარი, გაიზრდება კურორტის სანაპირო ზოლის პარამეტრები, შემცირდება შტორმის დროს ტალღების ზემოქმედება, რაც ტურისტებსა და ადგილობრივ მოსახლეობას დაცული და მოწესრიგებული სანაპირო ზოლით სარგებლობის საშუალებას მისცემს.
აღნიშნული სამუშაოები ტურისტული სეზონის დაწყებამდე დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები