პრეზიდენტი და პრემიერი რუსთაველის გამზირზე სეირნობენ

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რუსთაველის გამზირზე სეირნობენ. რუსთაველის გამზირზე გამოფენილ სტენდებს ათვალიერებენ და მოქალაქეებს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ. პრეზიდენტთან ერთად იმყოფება მისი ქალიშვილი და მაკა ჩიჩუა. ირაკლი ღარიბაშვილი კი რუსთაველის გამზირზე მეუღლესთან და ვაჟიშვილთან ერთად იმყოფება. ქვეყნის უმაღლეს პირებთან ერთად რუსთაველის გამზირზე ასევე სეირნობენ ვიცე-პრემიერები: კახა კალაძე და გიორგი კვირიკაშვილი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ლაშა აბაშიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები