ირაკლი ღარიბაშვილი: გერქვას საქართველოს ჯარისკაცი, უდიდესი პატივი და პასუხისმგებლობაა
გერქვას საქართველოს ჯარისკაცი, უდიდესი პატივი და პასუხისმგებლობაა – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თავისუფლების მოედანზე 26 მაისისადმი მიძღვნილ ცერემონიალზე განაცხადა და დამოუკიდებლობის დღესასწაული წვევამდელებს, შეიარაღებულ ძალებს და ოფიცრებს მიულოცა.
„ყველას გილოცავთ 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობისდღეს! ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი თარიღი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, ეს არის დღე, რომელმაც 96 წლის წინ თავისუფლება მოუტანა ჩვენს ქვეყანას. დღევანდელი დღე განსაკუთრებულად მინდა მივულოცო ჩვენს წვევამდელებს! დღეს თქვენ საზეიმოდ დებთ ფიცს ქვეყნისა და ხალხისწინაშე! დღეს თქვენ სამშობლოს ჯარისკაცები ხდებით, დღეიდან თქვენ სამშობლოს სადარაჯოზე, ხალხისა და ქვეყნის სამსახურში დგებით! გერქვას საქართველოს ჯარისკაცი, ეს არის უდიდესი პატივი და უდიდესი პასუხისმგებლობა. მე მჯერა, რომ თქვენ წარმატებით შეასრულებთ ჯარისკაცის რთულ, საპატიო მისიას და პირნათლად მოიხდით ვალს ჩვენი სამშობლოს წინაშე. მებრძოლი სული,ღმერთისა და სამშობლოს სიყვარული – ეს არისის, რაც ჩვენს ქართულ გენშია და ეს არის ის, რაც ყველაზემეტად სჭირდება ჯარისკაცს და მე მჯერა,რომ თითოეული თქვენგანი სწორედ ამ სულისკვეთებით იწყებსსამხედრო სამსახურს. დღევანდელი დღე მინდა მივულოცო ჩვენს შეიარაღებულ ძალებს, ჩვენს ვეტერანებს, თითოეულ ჯარისკაცს და ოფიცერს, რომლებიც საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავენ ჩვენს სამშობლოს, ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრივ ინტერესებს. საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს განსაკუთრებული პატივითა და მოწიწებით მინდა გავიხსენო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლასა და საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში დაღუპული ჩვენი ჯარისკაცები, ჩვენი გმირები. მე ქედს ვიხრი მათ წინაშე“,-განაცხადა პრემიერმა.
პრემიერ-მინისტრმა საერთაშორისო მისიებში მონაწილე ჯარისკაცებსაც მიმართა და განაცხადა, რომ ქართველი გმირი სამხედროების განსაკუთრებულ თავდადებასა და ბრძოლისუნარიანობას მთელს მსოფლიოში ყველა ერთხმად აღიარებს.
“საქართველო მონაწილეობს საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში და ჩვენი პარტნიორი და მეგობარი ქვეყნების ჯარების მხარდამხარ ვიბრძვით მსოფლიოშიმშვიდობისთვის. ამიტომ მინდა განსაკუთრებულად მივესალმო და მივულოცო 26 მაისი საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილე ჩვენს სამხედროებს, რომლებსაც ახლა ყველაზე საპატიო მისია აკისრიათ – ისინი საქართველოს სახელმწიფოს და ჩვენი შვილების მომავალს იცავენ უცხო მიწაზე. ჩვენი გმირი სამხედროების განსაკუთრებულ თავდადებასა და ბრძოლისუნარიანობასყველა ერთხმად აღიარებს მთელ მსოფლიოში. და ჩვენ ეს ძალიან გვეამაყება! წვევამდელებო, გისურვებთ, არასოდეს გაგნელებოდეთ ვაჟკაცური შემართება და სამშობლოს სიყვარული. მე მჯერა, რომ თქვენ ღირსეულად ატარებთ საქართველოს ჯარისკაცის საპატიო სახელს და ერთგულად ემსახურებით ჩვენს სამშობლოს! რაც მთავარია, – გისურვებთ მშვიდობას! საქართველო ამაყობსთქვენით! თქვენთან ერთად ჩვენს ქვეყანას წინ დიდი მომავალი აქვს. კიდევ ერთხელ გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს! ღმერთი იყოს ჩვენი მებრძოლი ერის, ჩვენი დიდი ქვეყნის, ჩვენი სამშობლოს მფარველი!“,-აღნიშნა პრემიერმა.
[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=38S0xN9ygFM&feature=youtu.be” width=”560″ height=”315″]