ვალეს წყალმომარაგების ცენტრალიზებული სისტემა ექნება

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ახალციხის მუნიციპალიტეტში, ქალაქ ვალეს წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციას იწყებს.
როგორც ინფრასტრუქტურის სამინისტროში აცხადებენ, გამოცხადებული ტენდერი დასრულდა და ამ დროისთვის წინადადებების განხილვა მიმდინარეობს. უწყების ცნობით, გამარჯვებული კონტრაქტორი კომპანია სამუშაოებს მიმდინარე წლის აპრილში დაიწყებს.
„დღეის მდგომარეობით, ვალეს წყალმომარაგების სისტემა ამორტიზებულია, ქალაქს წყალი დღის გამნავლობაში მხოლოდ ექვსი საათით მიეწოდება, დიდია წყლის დანაკარგიც. პროექტის დასრულების შემდეგ, მოსახლეობას წყლის ცენტრალიზებული სისტემის არარსებობით გამოწვეული პრობლემა მოუგვარდება და 3 700-მდე ადგილობრივს უწყვეტი, ხარისხიანი წყალმომარაგება ექნება. დაგეგმილი სამუშაოების ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტერდება წულის არსებულ ცენტრალურ სათავე ნაგებობას, აშენდება ორი რეზერვუარი, მოწყობა რვა ჭაბურღილი და მაგისტრალური მილსადენი. მოხდება აბონენტების ინდივიდუალური გამრიცხველიანება“,- ანცხადებენ ინფრასტრუქტურის სამინისტროში.
მათივე ცნობით, პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაახლოებით 6,400,000 ლარით დაფინანსდება, სამუშაოების დასრულება კი 2020 წლის მაისშია დაგეგმილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები