რომის ეკლესიის კარდინალი პედოფილიაში დამნაშავედ ცნეს

რომის ეკლესიის კარდინალი, ჯორჯ პელი ავსტრალიაში არასრულწლოვნებზე სექსუალური ძალადობის გამო, დამნაშავედ ცნეს. აქედან გამომდინარე, ის ყველაზე მაღალ იერარქიული კათოლიკეა, რომელიც მსგავსი ბრალდებით დამნაშავედ ცნეს.
სასამართლოს მტკიცებით, 1996 წელს პელმა სექსუალური ძალადობრივი აქტი ორი არასრულწლოვანი ბიჭის მიმართ მელბურნის ეკლესიის ოთახებში ჩაიდინა. კარდინალი საკუთარ დანაშაულს არ აღიარებს. განაჩენი მის მიმართ 2018 წელს იქნა გამოტანილი, მაგრამ ამ დრომდე იურიდიული მიზეზების გამო, არ ვრცელდებოდა.
მისი განაჩენი დღეს გახდება ცნობილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები