ამერიკაში საცხოვრებელ სახლს თვითმფრინავი შეეჯახა – არის მსხვერპლი(ვიდეო)

ამერიკის შტატ ფლორიდაში, მცირე ზომის თვითმფრინავი საცხოვრებელ სახლს შეეჯახა.
ინციდენტის შედეგად დაღუპულია პილოტი. მომხდარის შესახებ ინფორმაციას სააგენტო “ТСН” ავრცელებს.
“17 წლის გოგონა, რომელიც სახლში იმყოფებოდა მსუბუქად დაშავდა, ხოლო მფრინავის გადარჩენა ვერ მოხერხდა”, – ნათქვამია მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
წინასწარი ინფორმაცით, თვითმფრინავის ბორტზე ორი ადამიანი იმყოფებოდა, 64 წლის ფრენის ინსტრუქტორი და მისი მოსწავლე, რომელიც ასევე მსუბუქად დაშავდა.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები