ირანის საგარეო მინისტრმა გადადგომის შესახებ “ინსტაგრამის” საშუალებით განაცხადა

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯავად ზარიფმა სოციალურ ქსელ “ინსტაგრამის” საშუალებით სრულიად მოულოდნელად გადადგომის შესახებ განაცხადა.
მან, ასევე, ბოდიში მოიხადა, როგორც თავად ამბობს, არასაკმარისად კარგად შესრულებული სამსახურის გამო.
ჯავად ზაზიფმა ძალიან დიდი როლი შეასრულა ირანისა და სხვა ქვეყნებს შორის ბირთვული პროგრამის საკითხთან დაკავშირებით.
რამდენად ეფექტური აღმოჩნდება ეს მოლაპარაკება, ჯერჯერობით, უცნობია, ვინაიდან ამერიკის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ვაშინგტონის ნებართვა ამ საკითხთან დაკავშირებით არ დაადასტურა.
ზარიფის გადადგომა ირანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო “IRNA”-მ დაადასტურა.
როგორც ცნობილია, თითქმის ყველა დასავლური სოციალური ქსელი ირანს ბლოკავს, მაგრამ “ინსტაგრამი”, ჯერჯერობით, ხელმისაწვდომია.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები