სერგეენკო მოქალაქეებს განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებს რუსთაველზე პირადად აცნობს

ჯანდაცვის სამინისტროსათვის განკუთვნილ ტერიტორიაზე, რუსთაველის გამზირზე, მოქალაქეებს პირადად ესაუბრება შრომის, ჯანმთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო და სრულიად საქართველოს 26 მაისს ულოცავს.
მინისტრი დაინტერესებულ მოქალაქეებს სამინისტროს მიერ განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე პირადად ესაუბრება. ამავე ტერიტორიაზე დგას სოფლის ამბულატორიის პროექტის ფარგლებში აშენებული ერთი ამბულატორია. სხვა მრავალ აქტივობასთან ერთად, კანის დიაგნოსტიკის უფასო აქცია მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები