ამერიკამ ვენესუელას გუბერნატორების წინააღმდეგ სანქციები დააწესა

ვაშინგტონმა ვენესუელას წინააღმდეგ სანქციები გაამკაცრა და ე.წ. შავ სიაში ვენესუელას შტატების ოთხი გუბერნატორი შეიყვანა. მომხდარის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.
აშშ-ში არსებული ჩინოვნიკების აქტივები ამერიკამ გაყინა და საკუთარ მოქალაქეებს მათთან მოლაპარაკებების წარმოება აუკრძალა.
ამერიკის ფინანსთა მინისტრის, სტივენ მნუჩინის განცხადებით, უწყებამ შეზღუდვები იმ ოთხ ჩინოვნიკს დაუწესა რომლებიც მხარს პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს უჭერენ და ხელს უშლიან ვენესუელაში ჰუმანიტარული დახმარების შეტანას.
შეგახსენებთ, რომ ვენესუელას არჩეულმა პრეზიდენტმა ბრაზილიასა და კოლუმბიის საზღვრები ჩაკეტა, რათა ქვეყანაში ჰუმანიტარული დახმარების შემოტანა შეეზღუდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები