სოფლის მხარდაჭერის პროგრამის დაფინანსება გაორმაგდა

საქართველოს მთავრობის დადგენილებით, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, მუნიციპალიტეტებისათვის გამოყოფილი თანხა გაორმაგდა და მარტვილის მუნიციპალიტეტისათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 990 000 ლარი გამოიყო.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების შერჩევა დასახლების კრებებზე და მოსახლეობასთან კონსულტაციაზე მოხდება. მოსახლეობა თავად იღებს გადაწყვეტილებას თუ რა საჭიროებებს უნდა მოხმარდეს კონკრეტული დასახლებისთვის გამოყოფილი თანხა.
25 თებერვალს დასახლების საერთო კრებები/კონსულტაციები დიდი ჭყონის, თამაკონის, ინჩხურის, გაჭედილი, სალხინოს, ბანძის, ნაგვაზაოს, ლეხაინდრაოს, ნაჯახაოს, ონოღიის და ვედიდკარის ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალ სოფლებში გაიმართა. კრების მონაწილეებმა ხმათა უმრავლესობით დასახლებისათვის პრიორიტეტულ პროექტებს დაუჭირეს მხარი. მათ შორის: შიდა გზების მოხრეშვა, სანიაღვრე არხისა და ცხაურის მოწყობა, გარე განათებების მოწყობა, ნაპირსამაგრის მოწყობა, სასაფლაოს შემოკავება, ბოგირის მოწყობა.
დასახლების საერთო კრებები და მოსახლეობასთან კონსულტაციები მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გრიგალავამ და მერის პირველმა მოადგილემ დავით სურმავამ, მერიის შესაბამისი სამსახურის თანამშრომლებთან და მერის წარმომადგენლებთან ერთად ჩაატარა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები