დავით ზალკალიანი ლტოლვილთა საკითხებში გაეროს უმაღლეს კომისარს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ჟენევაში ვიზიტის ფარგლებში, გაეროს უმაღლეს კომისარს ლტოლვილთა საკითხებში, ფილიპო გრანდის შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს თანამშრომლობას ლტოლვილთა კომისრის ოფისთან მაღალი შეფასება მისცეს, განსაკუთრებით, დიდი კმაყოფილება გამოთქვეს იმ პროგრამების მიმართ, რომელსაც მხარეები საქართველოში დევნილთა უფლებებისა და მათი საჭიროების უზრუნველსაყოფად ერთობლივად ახორციელებენ.

უმაღლეამა კომისარმა საქართველოს სამშვიდობო ინიციატივას ,,ნაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ” მაღალი შეფასება მისცა, შეხვედრაზე ხაზი გაესვა უმაღლესი კომისრის ოფისის ჩართულობის მნიშვნელობას.

საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებას შეეხო. ქართულმა მხარემ უმაღლეს კომისარს უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ უმძიმეს გარემოზე, მათ შორის, რუსეთის ფედერაციის დესტრუქციულ ქმედებებზე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები