დეზინფორმაციის და პროპაგანდის საკითხების შესახებ თემატური მოკვლევის ჯგუფის პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დეზინფორმაციისა და პროპაგანდის საკითხებზე მომუშავე თემატური მოკვლევის ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართა. ჯგუფის გადაწყვეტილებით, საკითხზე მომხსენებლად ნინო გოგუაძე განისაზღვრა.

„დღევანდელი შეხვედრა, ძირითადად, საორგანიზაციო საკითხებს შეეხებოდა. მათ შორის – ჯგუფის მუშაობის ფორმატს, დაინტერესებული ორგანიზაციების მოწვევის და ჩართვის წესებს, ინფორმაციის მიღების, დამუშავების და გაანალიზების საკითხებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ არ გამოგვრჩეს არც ერთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც ჯგუფს სწორი ანალიზის გაკეთებაში დაეხმარება. ამიტომ, ჯგუფი ღიაა თანამშრომლობისთვის  ორგანიზაციებთან, ექსპერტებთან, მკვლევარებთან, რომელთაც ამ სფეროში სასარგებლო გამოცდილება აქვთ დაგროვილი. მუშაობის პროცესში ასევე, ვითანამშრომლებთ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებთან”, – განაცხადა ნინო გოგუაძემ.

დეზინფორმაციის და პროპაგანდის საკითხების შესახებ თემატური მოკვლევის ჯგუფის შექმნის შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნებულია პარლამენტის ვებ-გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ დეზინფორმაციის  და პროპაგანდის საკითხებზე თემატურ სამუშაო პროცესში ჩართვის თაობაზე დაინტერესებულმა ორგანიზაციებმა უნდა დაადასტურონ პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ელექტრონულ ფოსტაზე (t.omarashvili@parlliament.ge) არა უგვიანეს მ/წ 2 მარტისა და მიუთითონ სამუშაო ჯგუფთან თანამშრომლობაზე პასუხისმგებელი პირი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები