პოლონეთში მიკროავტობუსი, რომელსაც ამერიკელი სამხედროები გადაჰყავდა, ავარიაში მოჰყვა

პოლონეთში მიკროავტობუსი, რომელსაც ამერიკელი სამხედროები გადაჰყავდა, ავარიაში მოჰყვა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულია ექვსი ადამიანი, მათგან ორმა სერიოზული ტრავმები მიიღო.

როგორც გამოცემა „ვროცლავსკა“ წერს, ავარია ქალაქ ლიუბოშევასთან მოხდა, მიკროავტობუსი ვროცლავისკენ მიემგზავრებოდა, დაუდგენელი მიზეზით, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამოტრიალდა.

მიკროავტობუსში სულ შვიდი ამერიკელი სამხედრო იმყოფებოდა. დაშავებულები სამ საავადმყოფოში გადაანაწილეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები