გერმანია მადუროს აგრესიაზე უარის თქმისა და ჰუმანიტარული დახმარების მიღებისკენ მოუწოდებს

გერმანია ვენესუელას ხელისუფლებისგან, შიდასახელმწიფოებრივი კრიზისის ფონზე, ძალადობაზე უარის თქმას მოითხოვს. ამის შესახებ დღეს ბერლინში გამართულ ბრიფინგზე გერმანიის მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენელმა ულრიკე დემერმა განაცხადა.
“ფედერალური ხელისუფლება გმობს ძალადობრივ ბლოკადას საზღვარზე”,- განაცხადა დემერმა და აღნიშნა, რომ სახელწიფო წლები საზღვარგარეთიდან ჰუმანიტარული დახმარების შემოტანაზე უარს აცხადებს.
“ჩვენ მოვუწოდებთ ვენესუელას, მოერიდოს ნებისმიერ ძალადობას და შეუშვას ჰუმანიტარული დახმარება”,- აცხადებს ულრიკე დემერი.
მისივე თქმით, სახელმწიფოს უსაფრთხოების ძალები უსაფრთხოებაზე, თავისუფლებასა და მოსახლეობის უფლებების დაცვაზეა პასუხისმგებელი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები