გერმანიაში მატარებელი, რომელსაც თხევადი აირი გადაჰქონდა, ლიანდაგიდან გადავიდა

გერმანიის დასავლეთით, ქალაქ მერსში სატვირთო მატარებელი, რომელსაც თხევადი აირი გადაჰქონდა, ხიდზე მოძრაობის დროს ლიანდაგიდან გადავიდა. მომხდარის შესახებ ინფორმაციას სააგენტო “Rheinische Post” ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, სატვირთო მატარებელი სარკინიგზო ხიდზე ავტომაგისტრალის გავლით ქალაქ მერსში მოძრაობდა, როდესაც ლიანდაგებიდან გადავიდა. თავდაპირველად, სამაშველო სამსახურმა არ იცოდა მოხდა თუ არა გაჟონვა და ამიტომ ტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდა.
როგორც დადგინდა, გაჟონვა არ მომხდარა, ამიტომ საგზაო შეზღუდვა მოიხსნა. მემანქანე, რომელიც დაშავდა, საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამ დროისთვის, სამაშველო სამსახური ავარიის შედეგების ლიკვიდაციას ახორციელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები