არაბთა გაერთიანებულ საამიროში მთავრობამ მოქალაქეებს 100 მილიონი დოლარის სესხები გაუნულა

არაბთა გაერთიანებული საამიროს მთავრობამ 3 ათასი მოქალაქისთვის დახმარების სახით ბანკებში ვალდებულების პატიება გადაწყვიტა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო “Gulfnews” ავრცელებს.
13 ბანკთან გამართული მოლაპარაკებების საფუძველზე, მოქალაქეებისთვის 361 მილიონი დირხამის ოდენობის​, რაც დაახლოებით, 100 მილიონი დოლარია, სესხი განულდა.
მთავრობის განცხადებით, ვალების პატიება სოციალური სტაბილურობის შენარჩუნების გარანტი გახდება.
არაბთა გაერთიანებული საამიროს ხელისუფლებას არაერთხელ მიუმართავს მსგავსი ხერხისთვის. 2012 წლის იანვარში მოქალაქეებს, საერთო ჯამში, 540 მილიონი დოლარის ოდენობის ვალი ჩამოეწერათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები