დატოვებს თუ არა “ბრექსითის” შემდეგ ტერეზა მეი თანამდებობას-“ეს მხოლოდ შიდა დღის წესრიგია, რომელსაც მე შევასრულებ”

რამდენიმე ბრიტანელი მინისტრი ტერეზა მეის მაისამდე გადადგომას მოითხოვს. თუმცა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ “ბრექსითის” შემდეგ თანამდებობის დატოვებას არ აპირებს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო “Sky News” ავრცელებს.
ბრიტანულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე მინისტრი მაისამდე მის გადადგომას ითხოვს, მაგრამ ტერეზა მეი მზადაა, დღის წესრიგი მას შემდეგ შეადგინოს, რაც 29 მარტს ბრიტანეთი ევროკავშირს დატოვებს.
“დეკემბერში, მე გარკვევით განვაცხადე, რომ ჩემი სამუშაო არ შემოიფარგლება “ბრექსითის” შესრულებით, სინამდვილეში, ეს მხოლოდ შიდა დღის წესრიგია, რომელსაც მე შევასრულებ”, – განაცხადა მეიმ.
შეგახსენებთ, რომ გასული წლის ბოლოს ტერეზა მეის განცხადებით, ის “კონსერვატიულ” პარტიას 2022 წლის საპარლამენტო არჩევნების კამპანიის დროს გაუძღვება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები