ტრამპი: ჩრდილოეთ კორეა დიდებული ქვეყანა იქნებოდა, რომ არა ბირთვული იარაღი

ამერიკის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში მორიგი “ტვიტი” გაავრცელა, რომ ჩრდილოეთ კორეა, შესაძლოა, მსოფლიო ეკონომიკის ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანა გახდეს, თუკი ბირთვულ იარაღზე უარს იტყვის.
პრეზიდენტი წერს, რომ ეს ქვეყანა გაცილებით დიდ პოტენციალს ფლობს სწრაფი ზრდისთვის ვიდრე სხვა ნებისმიერი ქვეყანა. მაგრამ ამ განცხადებამდე რამდენიმე საათით ადრეა ამერიკის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ ფხენიანი ამერიკისთვის დღემდე ბირთვულ საფრთხეს წარმოადგენს.
ამერიკის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და კიმ ჩენ ინს შორის მომდევნო შეხვედრა 27-28 თებერვალს, ჰანოიში გაიმართება.
“ჩვენ ორივე ვიმედოვნებთ, რომ ის პროგრესი გაგრძელდება, რომელსაც წინა შეხვედრისას მივაღწიეთ სინგაპურში”, – წერს პრეზიდენტი და პირველ ისტორიულ სამიტს გულისხმობს, რომელიც გასული წლის ივნისში შედგა.
პრეზიდენტის თქმით, მას და კიმ ჩენ ინს ძალიან კარგი ურთიერთობა აქვთ.
“არ მინდა, რომ ვინმეს რამე დავაძალო. უბრალოდ, მინდა, ბოლო მოვუღო ბირთვულ ცდებს. ჩვენ გვაწყობს, რომ ისინი არ იყოს”,- განაცხადა დონალდ ტრამპნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები