ირაკლი კობახიძე იოზეფ მოზერს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, თანხმლებ დელეგაციასთან ერთად, ავსტრიის რესპუბლიკაში ვიზიტი დაიწყო.
ვიზიტის ფარგლებში პირველი შეხვედრა ირაკლი კობახიძემ ქვეყნის იუსტიციის, რეფორმებისა და დერეგულაციის ფედერალურ მინისტრთან, იოზეფ მოზერთან გამართა.
მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები მიმოიხილეს. ყურადღება გამახვილდა საქართველოში განხორციელებულ საკონსტიტუციო რეფორმასა და იუსტიციის სფეროში, თანამშრომლობის გაღრმავებაზე. იოზეფ მოზერის თქმით, სამინისტრო მზად არის, სასამართლო რეფორმისა და თვითმმართველობის რეფორმის პროცესში, ქართულ მხარეს ექსპერტული მხარდაჭერა გაუწიოს.
შეხვედრაზე ყურადღება, ასევე, ეკონომიკური თანამშრომლობის გააქტიურებასა და საქართველოში ავსტრიული ინვესტიციების მოზიდვაზე გამახვილდა.
საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებასა და გამოწვევებს.
იუსტიციის, რეფორმებისა და დერეგულაციის ფედერალურმა მინისტრმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ავსტრიის მხრიდან ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ურყევი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა.
შეხვედრას პარლამენტის წევრები: სოფო კილაძე, ანრი ოხანაშვილი, რატი იონათამიშვილი, ლელა ქებურია და პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი, ნიკოლოზ სამხარაძე, ასევე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ავსტრიის რესპუბლიკაში, დავით დონდუა ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები