“საჭიროა, მძლავრი ბარიერი, რომ არაერთი სამარცხვინო განაჩენების გამომტანი მოსამართლეები, ვერ შევიდნენ სისტემაში”

საჭიროა, ძალიან მძლავრი ბარიერი, რომ ეს ოდიოზური მოსამართლეები, წარსულში არაერთი სამარცხვინო განაჩენების გამომტანები, ვერ შევიდნენ სისტემაში, – ამის შესახებ ანალიტიკოსმა გია აბაშიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
აბაშიძის თქმით, მმართველმა გუნდმა ისეთი კრიტერიუმების შემუშავება უნდა შეძლოს, რომ რეპუტაციაშელახული მოსამართლეები სასამართლო სისტემაში ვერ მოხვდნენ.
„ქართული ოცნებამ”, განაცხადა რა, რომ მუშაობს კრიტერიუმების შემუშავებაზე და ამაში ჩართულია ჩვენი საერთაშორისო თანამეგობრობა ელჩების სახით, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები, უნდა მოახერხოს და დაამტკიცოს, რომ ეს ისეთი მტკიცე კრიტერიუმები იქნება, რომლითაც ვერ შეაღწევენ უვადო სასამართლო სისტემაში ის რეპუტაციაშელახული და საზოგადოების თვალში აღქმული დამნაშავე, მატერორებელი მოსამართლეები. ასე, რომ ეს ყველაფერი ამ კრიტერიუმების სიმტკიცეზე და მძლავრ ფილტრზეა დამოკიდებული. ის, რომ საზოგადოებაში აღქმაა და გაერთიანდა ყველა პოლიტიკური გემოვნების ადამიანი ამ ოდიოზური და არა ყველა მოსამართლის წინააღმდეგ, მეტყველებს იმაზე, რომ საჭიროა, ძალიან მძლავრი ბარიერი, რომ ეს ოდიოზური ხალხი წარსულში არაერთი სამარცხვინო განაჩენების გამომტანები ვერ შევიდნენ სისტემაში. ზუსტად ახლა არის დამოკიდებული „ქართულ ოცნებაზე“ რამდენად შეძლებს ის ამას.
ერთერთ პოზიტიურ ნიშნად მენიშნა ის, რომ ამაში ძალიან აქტიურად ჩაერთნენ ევროკავშირის წარმომადგენლობა, ამერიკის საელჩო საქართველოში, სხვა დიპლომატები. მათ თავიანთი მოსაზრებები აქვთ. მენიშნა ძალიან პოზიტიურად რომ მმართველმა გუნდმა სთხოვა ვენეციის კომისიას და ისიც მზად არის, ჩაერთოს ამ პროცესში. მე უფრო მნიშვნელოვანი, გამოცდილი , ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების რჩევების გათვალისწინების იმედი მაქვს.
ბესელიას კანონპროექტი ჩააგდო პარლამენტმა , ეს მათ გადაწყვიტეს იმ არგუმენტით, რომ ის არ შეესაბამებოდა კონსტიტუციურ ნორმებს. კანონმდებლებმა უკეთ იციან. ის მოლოდინიც ასევე, რომ ვინც მხარი დაუჭირა ამას, თუ არ დაუჭირა, გაირიცხებდნენ, თუ არ გაირიცხებოდნენ , არ გამართლდა. საბოლოო ჯამში, ვიხილეთ, რომ სამმა- ოთხმა პარლამენტარმა დატოვა „ქართული ოცნება“. დაველოდოთ, ძალიან საინტერესო, დინამიური პროცესები მიდის.
მეორე იქნება უფრო საინტერესო ასევე რამდენად იქნება ერთიანი „ქართული ოცნება“ იმ წინადადებაზე, რ ომელზეც ახლა ხელმოწერები გრძელდება. ვგულისხმობ, 2020 წლისთვის მაჟორიტარული სისტემების გაუქმებას. ვნახოთ, აქაც რამდენად ერთიანი იქნება გუნდი და ხომ არ გამოიწვევს ეს საკითხი კიდევ შემდგომ შეთხელებას. თუმცა, ჩემი შეფასებით 2020 წლამდე „ქართული ოცნება“ შეინარჩუნებს საპარლამენტო უმრავლესობას“, – განაცხადა აბაშიძემ.
თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები