ეგვიპტეში საპრეზიდენტო არჩევნები დაიწყო
ეგვიპტეში საპრეზიდენტო არჩევნები დაიწყო. ეს პირველი არჩევნებია მას შემდეგ, რაც გასული წლის სამხედრო გადატრიალების შედეგად, ქვეყნის პირველი დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტი მუჰამედ მურსი პოსტიდან გადააყენეს. საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას მურსის მთავარ მოწინააღმდეგეს, არმიის ყოფილ სარდალს აბდელ ფატა ალ სისის უწინასწარმეტყველებენ.
მისი მხარდამჭერები მიიჩნევენ, რომ მათ ლიდერს შეუძლია ეგვიპტის პრობლემების მოგვარება. ამ პრობლემებს შორისაა – ენერგოკრიზისი და ძალადობა, რამაც ეგვიპტე ნაკლებად მიმზიდველი გახადა როგორც ინვესტორების, ისე ტურისტებისთვისაც. კრიტიკოსები კი, “ამნესტი ინტერნეიშენალის“ ჩათვლით, მიუთითებენ, რომ სამხედრო გადატრიალების შემდეგ, ქვეყანაში ადამიანის უფლებები უხეშად ირღვევა.