დონალდ ტრამპი: კლინტონი რუსეთთან შეკრულია

ამერიკის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთსა და დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატს შორის 2016 წელს საიდუმლო მოლაპარაკება არსებობდა.
მსგავსი შინაარსის განცხადებით ის ჯერ კიდევ 2018 წლის იანვარში გამოდიოდა.
“ჰილარი კლინტონსა და რუსებს შორის საიდუმლო მოლაპარაკება არსებობდა”, – განაცხადა ამერიკის პრეზიდენტმა საკუთარ რეზიდენციაში.
მისივე თქმით, ვერსია მისი გუნდის რუსეთთან ურთერთობის შესახებ ახლა “მკვდარია”, ვინაიდან ერთი წლის განმავლობაში არავითარი მტკიცებულება არ მოიძებნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები