გია აბაშიძე: ის, რომ ივანიშვილი ხელოვნურად ქმნის ოპოზიციას, ჩემი გადმოსახედიდან არ შეესაბამება სიმართლეს

მმართველ პარტიაში დალაგების პროცესი მიმდინარეობს, რაც ბიძინა ივანიშვილმა რამდენიმე თვის წინ დააანონსა, – ამის შესახებ ანალიტიკოსმა გია აბაშიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრეკსლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
აბაშიძე „ქართულ ოცნებაში“ განვითარებულ პროცესებს გამოეხმაურა. ანალიტიკოსი ამბობს, რომ ის არ იზარებს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ, თითქოს, ბიძინა ივანიშვილი ოპოზიციას ხელოვნურად ქმნის.
„ჩემი გადმოსახედიდან მიმდინარეობს მმართველ პარტიაში დალაგების, გადალაგების პროცესი, რაც დააანონსა მისმა ლიდერმა საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ. პროცესი ბევრისთვის მტკივნეული, ბევრისთვის ემოციური იქნება, მაგრამ, არის ის, რაც არის.
მიმდინარეობს მზადება 2020 წლისთვის და საზოგადოებაში გავრცელებული ის მოსაზრება, რომ, თითქოს, ივანიშვილი ხელოვნურად ქმნის რაღაც ოპოზიციას ჩემი გადმოსახედიდან არ შესაბამება სიმართლეს. მე ვხედავ ბატონ ივანიშვილს, როგორც პოლიტიკურ მოჭადრაკეს და არა პოლიტიკურ ბანქოს შულერს, რომელსაც ასე მიჩვეულია საქართველოს პოლიტიკური ისტებლიშმენტი ამ ბოლო ათწლეულებში. ის პირდაპირ აკეთებს იმას , რასაც დაგვპირდა. ვთქვით ადრე არაერთმა, რომ მმართველი გუნდის რიგები შეთხელდება. თავადაც აღიარებენ, რომ მათ არ სჭირდებათ საკონსტიტუციო უმრავლესობა. რაში უნდა სჭირდებოდეთ, კონსტიტუცია შეცვლილია. უბრალო უმრავლესობა შერჩებათ 2020 წლამდე და დიდი ალბათობით მთლიანად თუ არა, რაღაც მნიშვენლოვანი ნაწილით, ადამიანური რესურსებით გადახალისდება „ქართული ოცნება“ – განაცხადა გია აბაშიძემ.
შეგახსენებთ, საპარლამენტო უმრავლესობა ეკა ბესელიამ, გედევან ფოფხაძემ, ლევან გოგიჩაიშვილმა და ბექა ნაცვლიშვილმა დატოვეს.
თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები