კოლუმბიელმა დიპლომატებმა ვენესუელა დატოვეს

კოლუმბიის საელჩოს სამმა თანამშრომელმა, ოჯახებთან ერთად, ვენესუელას საზღვარი ფეხით დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შემდეგ გადალახა. ამის შესახებ ინფორმაციას ადილობრივი მედია ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, კოლუმბიელმა დიპლომატებმა სახელმწიფო საზღვარი, ვენესუელას პოლიციის თანხლებით, ფეხით გადაკვეთეს.
შეგახსენებთ, რომ 23 თებერვალს ვენესუელას პრეზიდენტმა, ნიკოლას მადურომ ბოგოტასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შესახებ განაცხადა, ვინაიდან “კოლუმბიის ტერიტორია ვენესუელაზე თავდასასხმელად გამოიყენება”. კარაკასმა კოლუმბიელ დიპლომატებს ქვეყნის დასატოვებლად 24 საათი მისცა. მოგვიანებით კი კოლუმბიის ხელისუფლებამ ვენესუელასთან საზღვრის დაკეტვის შესახებ განაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები