დავით ბაქრაძე: საქართველო დღესაც იბრძვის საკუთარ ოჯახში, ევროპაში დასაბრუნებლად
საქართველო დღესაც იბრძვის საკუთარ ოჯახში, ევროპაში დასაბრუნებლად, – ამის შესახებ ჟურნალისტებს კოჯორში, იუნკერთა მემორიალთან „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ განუცხადა.
“საქართველო დღესაც ოკუპაციის ქვეშ არის, საქართველო დღესაც იბრძვის საკუთარ ოჯახში, ევროპაში დასაბრუნებლად, ამიტომ დღეს პატივს მივაგებთ იუნკერებს, ვიხსენებთ მათ თავგანწირვას, მაგრამ ყველაზე დიდი, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ მათი ხსოვნის და საქართველოსთვის დაღუპული თითოეული გმირის ხსოვნის წინაშე, ეს არის საქართველოს თავისუფლების დაცვა, ეს არის საქართველოს გამთლიანება და საქართველოს დაბრუნება ევროპაში”, – განაცხადა ბაქრაძემ.