არჩილ თალაკვაძე – „ოცნება“ პარლამენტში ფლობს და შეინარჩუნებს მყარ უმრავლესობას საპარლამენტო არჩევნებამდე
“„ქართული ოცნება“ პარლამენტში ფლობს და შეინარჩუნებს მყარ უმრავლესობას საპარლამენტო არჩევნებამდე“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
მისი თქმით, დღის წესრიგში რთული პოლიტიკური საკითხები დგას, რომლებზეც მმართველმა პარტიამ სათანადო გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს.
„ეს არის მეტწილად მმართველი პარტიის პასუხისმგებლობა და სწორედ ამას უკავშირდება, რომ განსხვავებული პოზიციები და არგუმენტები გვესმის. შესაძლოა, რთული გარდაქმნების პერიოდი იყოს, მაგრამ „ქართული ოცნება“ პარლამენტში ფლობს და შეინარჩუნებს მყარ უმრავლესობას საპარლამენტო არჩევნებამდე“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.