რა ფილმს ამზადებს “ნაციონალური მოძრაობა“ წინასაარჩევნოდ?

“პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერის სოსო მანჯავიძის ინფორმაციით, “ნაციონალური მოძრაობა“ წინაასაარჩევნოდ ფილმს ამზადებს. როგორც მანჯავიძე აცხადებს, ახალი ფილმი ციხის სკანდალური კადრების გაბათილებას ემსახურება. მისი მტკიცებით, ამ ყველაფერს “რუსთავი 2“ -ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ხელმძღვანელობს, ფილმი კი “რუსთავი 2“ -ის ეთერში არჩევნების წინ გავა.
“ნაციონალური მოძრაობის“ გუნდში დიდ ხანია მომწიფებულია განზრახვა, რამენაირად გადაფარონ ციხის სკანდალური კადრები, მათ ვერ მოუნელებიათ 18 სექტემბერს ციხის სკანდალური კადრების გამოქვეყნება, რომელმაც ხელისუფლებისგან მათი ჩამოცილება გამოიწვია. ციხის კადრების შემდეგ “ნაციონალურ მოძრაობას“ “მეცოცხეების“ პარტია დაერქვა. ყველაფერ დანარჩენთან ერთად სამობილიზაციო მნიშვნელობა ჰქონდა ციხის სკანდალურ კადრებს. შესაბამისად, “ნაციონალური მოძრაობის“ ღია და ფარული მოკავშირეები, რომლებიც არიან როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე გარეთ და რომელთაც სურთ, პოლიტიკური ნიშნით შეინარჩუნონ და აღადგინონ “ნაციონალური მოძრაობა“, ყველა ეს ძალა ცდილობს, რამენაირად ციხის სკანდალური კადრები გაანეიტრალოს.
როგორც ჩანს, ბევრი იფიქრეს, მაინცდამაინც მაღალი ინტელექტუალური შესაძლებლობებით ისინი არ გამოირჩევიან და გადაწყვიტეს, “რუსთავი 2“- ის ეთერში, არჩევნების წინ ფაბრიკაცია გაუშვან, რომ ციხის სკანდალური კადრები დამონტაჟებული იყო. თითქოს სინამდვილეში ასეთი რამ არ ხდებოდა და ეს კადრები ირმა ინაშვილმა დაამონტაჟა. ჩვენი ინფორმაციით, ამ ყველაფერს საქართველოს უახლოეს ისტორიაში საყოველთაოდ ცნობილი ფალსიფიკატორი, “რუსთავი 2“ -ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ხელმძღვანელობს“,- აცხადებს სოსო მანჯავიძე.

წყარო: გაზეთი “ კვირის ქრონიკა“

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები